CLICK HERE FOR BLOGGER TEMPLATES AND MYSPACE LAYOUTS »

Wednesday, March 25, 2009

ამნეზია...

არ მახსოვს სად გავჩნდი .... მწვანე ველზე, ზღვის ფსკერზე თუ არც თუ ისე მდიდარი მიწათმოქმედის პირქუშ ქოხში.
19 წლის წინ გაისმა ჩემი ხმა პირველად!
ზოგი იბადება და არ ტირის, ზოგი კი კივილით იკლებს დედამიწას,
მეც დავიბადე და ვიტირე...
დედამიწა მარადიულია, მე მოკვდავი, ერთ დღესაც გაღვიძებას დავაპირებ მაგრამ თვალები აღარ დამემორჩილება და ....
დამთავრდება
ამქვეყნიური ამაოება.
ჯობია
მოვასწრო და ჩემს უკვდავ აზრებს ხორცი შევასხა...
თორემ ვინ იცის რამდენჯერ დამედევნება
სიკვდილი ცულით ...

ლოთი კულიშის თქმით, სიყვარული და სიკვდილი მაშინ მოგნახავს, როცა არ ელიო!!!
"მე ვხედავ ამბებს, რომლებიც სასაცილოა და კიდევ ბევრ რამეს რაც სამწუხაროა, მოკლეთ მთელი ქვეყანა სულელია, სულელი აქაც ვით ყველგან"
ასე წერდა მოპასანი თავის მასწავლებელ ფლობერს ...
იგი ფიქრობდა რომ არც ადამიანი და ცხოვრებაც ნაკლებად იმსახურებენ პატივისცემას რადგან წარმოადგენენ ცხოველურ ვნებებს და იდუმალ ძალთა სარბიელს.
ასეთი სიმართლე ჯერ მგონი არავის უთქვამს.......
მართლა სულელია მთელი ქვეყანა..
აუტანელი
საშინელი...



მოკლეთ .................................... :
როდესაც, მთვარე ცაში აიტაცებს ჩემს გიჟურ გრძნობებს, თან გაიყოებს ემოციებს, ცრემლებს, "გაბრჭყვიალებულ" მასულდგმულებელ ოცნებებს, მხოლოდ მაშინ შეუერთდება ერთმანეთს უფერული, გამჭვირვალე სიტყვების მთელი ამალა, გულის სიღრმეში "სასაკლაოზე" დაფლული სასწაულმოქმედი გრძნობა და ჩემს გარშემო მთელი მსოფლიო შეიშლება !!!!!!!!!!

0 comments: